Sunday, September 2, 2012

გაკვეთილის  მთავარი  თემა
პარალელოგრამი  (ერთი გაკვეთილი)
სწავლების  საფეხური (კლასი)
VIIIკლასი
მოსწავლეთა  პროფილი
აღნიშნულ  კლასში სწავლობს 5(ხუთიბავშვი.აქედან  2(ორგოგონაა  და  3(სამ) ვაჟი.
გაკვეთილის  მიზნები  და   შედეგები
მოსწავლე  გაეცნოს ოთხკუთხედის ერთ-ერთ სახეს პარალელოგრამს და შეისწავლოს მისი ელემენტები. შეისწავლოს პარალელოგრამის თვისებები. დაეუფლოს პარალელოგრამობის ნიშნებს - პირობებს, რომელთა შესრულების შემთხვევაში  ოთხკუთხედი პარალელოგრამია.
წინასწარი  ცოდნა
●იცის ოთხკუთხედის ელემენტები,ოთხკუთხედის კლასიფიკაცია ამოზნექილობისა და არაამოზნექილობის მიხედვით.
●იცის ოთხკუთხედის კუთხეების ზომათა ჯამის დადგენა.
შეფასების  საგანაი  და პროცედურები
შეფასების  რუბრიკა.
სასწავლო  მასალა  და  ტექნიკური  რესურსები
დაფა,ფერადი  ცარცები, ფურცლები, კომპიუტერი, პროექტორი, კომპიუტერული პროგრამა  WWW.cut-the-knot.org/pythagoras/index.shtaml
გაკვეთილის  მსვლელობა/საკლასო  მენეჯმენტი
გაკვეთილზე  შესვლისას  კითხვა-პასუხის  მეთოდით  ვადგენ მოსწავლეთა  ცოდნის  დონეს.(5 წთ.)
მოსწავლეებს  ვთხოვ რვეულებში წარმოადგინონ ამოზნექილი ოთხკუთხედის ყველა შესაძლო სიმრავლე. (ანუ  ოთხკუთხედის სიმრავლეები სამ ნაწილად წარმოადგინონ).წარმოდგენილი დავალების მიხედვით მივაწოდებ პარალელოგრამის განმარტებას.(5 წთ.)
●ამის შემდეგ მოსწავლეებს გავაცნობ პარალელოგრამის თვისებებს და ვთხოვ დაამტკიცონ ისინი სავარჯიშო რვეულებში, ანუ ვთხოვ დაამტკიცონ რომ
-პარალელოგრამში მოპირდაპირე გვერდები ტოლია, მოპირდაპირე კუთხეები ტოლია.
-პარალელოგრამის  დიაგონალები პარალელოგრამს ორ ტოლ სამკუთხედად ყოფს.
-პარალელოგრამის დიაგონალები გადაკვეთის წერტილით შუაზე იყოფა.
(15 წთ.)
განზოგადების მიზნით  ხუთივე ბავშვს ერთ ჯგუფად დავაჯგუფებ და მივცემ წიგნში მოცემულ პრაქტიკულ ამოცანას ამოსახსნელად.(15წთ.)
ვისარგებლებ პროექტორით ( ინტერნეტით ) და მოსწავლეებს ვუჩვენებ აღნიშნული თემის შესაბამის მასალას.          (3 წთ.)
მივცემთ   მითითებებს  მთელ   კლასს   საშინაო   დავალების   შესრულების  შესახებ .(2 წთ)




გაკვეთილის  მთავარი  თემა
პარალელოგრამი  (მეორე გაკვეთილი)
სწავლების  საფეხური (კლასი)
VIIIკლასი
მოსწავლეთა  პროფილი
აღნიშნულ  კლასში სწავლობს 5(ხუთიბავშვი.აქედან  2(ორგოგონაა  და  3(სამ) ვაჟი.
გაკვეთილის  მიზნები  და   შედეგები
მოსწავლე  გაეცნოს ოთხკუთხედის ერთ-ერთ სახეს პარალელოგრამს და შეისწავლოს მისი ელემენტები. შეისწავლოს პარალელოგრამის თვისებები. დაეუფლოს პარალელოგრამობის ნიშნებს - პირობებს, რომელთა შესრულების შემთხვევაში  ოთხკუთხედი პარალელოგრამია.
წინასწარი  ცოდნა
●იცის ოთხკუთხედის ელემენტები,ოთხკუთხედის კლასიფიკაცია ამოზნექილობისა და არაამოზნექილობის მიხედვით.
●იცის ოთხკუთხედის კუთხეების ზომათა ჯამის დადგენა.
შეფასების  საგანაი  და პროცედურები
შეფასების  რუბრიკა.
სასწავლო  მასალა  და  ტექნიკური  რესურსები
დაფა,ფერადი  ცარცები, ფურცლები, კომპიუტერი, პროექტორი, კომპიუტერული პროგრამა  WWW.cut-the-knot.org/pythagoras/index.shtaml
გაკვეთილის  მსვლელობა/საკლასო  მენეჯმენტი
გაკვეთილზე  შესვლისას  კითხვა-პასუხის  მეთოდით  ვადგენ მოსწავლეთა  ცოდნის  დონეს.(5 წთ.)
მოსწავლეებს  ერთ ჯგუფად დავაჯგუფებ და ვთხოვ ამოხსნან ჯერ  22   შემდეგ   კი - 24  ამოცანებს. პრეზენტაციის  საფუძველზე დავადგენ მათ საჭიროებებს და გაუწევ შესაბამის დახმარებას. (15 წთ.)
●ამის შემდეგ მოსწავლეებთან ერთად განვიხილავ თუ რა შემთხვევაში შეიძლება იყოს ოთხკუთხედი  პარალელოგ-რამი, რომ
- თუ ოთხკუთხედის მოპირდაპირე გვერდები წყვილ-წყვილად ტოლია, მაშინ ოთხკუთხედი პარალელოგრამია.
- თუ ოთხკუთხედის ორი მოპირდაპირე გვერდი ტოლი და პარალელურია, მაშინ ოთხკუთხედი პარალელოგრამია.
-თუ ოთხკუთხედის დიაგონალები გადაკვეთისას შუაზე იყოფა, მაშინ ოთხკუთხედი პარალელოგრამია.  მესამე ნიშანს დავამტკიცებინებ ერთ- ერთ მოსწავლეს დაფასთან , ხოლო პირველ და მეორე ნიშანს დამოუკიდებად დავამტკიცებინებ ჯგუფში.
(15წთ.)
მოსწავლეთა ჯგუფს დავავალებ ამოხსნან 38 ამოცანას.   (5 წთ.)
ვისარგებლებ პროექტორით ( ინტერნეტით ) და მოსწავლეებს ვუჩვენებ აღნიშნული თემის შესაბამის მასალას.          (3 წთ.)
მივცემთ   მითითებებს  მთელ   კლასს   საშინაო   დავალების   შესრულების  შესახებ .(2 წთ)